კვირა 2
მე არ ვიცნობ არცერთ ახალგაზრდა ქალს, რომელსაც ჭამა ძალიან უყვარს და დიეტაზე ჯდება იმისათვის, რომ იყოს ჯანმრთელი ან იყოს ბედნიერი, ან იყოს წარმატებული. ეს მიზნები ძალიან ზოგადია და კონკრეტული შედეგიც ბუნდოვანი. ადამიანი მოუთმენელი არსებაა, რამეს რომ აკეთებს შედეგიც მალევე უნდა რომ დაინახოს. ამიტომ მიზეზად ბედნიერება და ჯანმრთელობა არ გამოდგება. ორგანული კაქტუსი საუზმეზე და ბადრიჯანი სოისოს სოუსით ვახშამზე კარგია, მაგრამ იმისათვის რომ რაიმე მართლაც შეცვალოთ საჭიროა კონკრეტული და მატერიალური ხელშესახები მიზეზი ბოხი ხმით. ეს მიზეზი მამრობითი სქესის თუ იქნება, მით უკეთესი თქვენთვის. შედეგს უფრო მალე მიაღწევთ. დავალება მეორე მეორე კვირისთვის. მამრობითი სქესიდან აარჩიეთ ვინმე, ვინც გამოდგება თქვენი შედეგების დემონსტრაციისათვის. არ არის აუცილებელი ამ კაცში შეყვარებული იყოთ ან ცოლად გაყოლას აპირებდეთ. საკმარისია უბრალოდ გესიმპატიურებოდეთ და მისი ყურადღება სიხარულს განიჭებდეთ. ამ კვირის დავალებაა აარჩიოთ ვინმე კეთილისმოსურნე მამრობითი სქესი და გააწამოთ თქვენი სილამაზით
კვირა 3
ორი კვირა გავიდა. ორი კვირა გავატარე ფიქრში და უკვე ერთი სული მაქვს რამე გავაკეთო. უკვე ნაკლებს ვჭამ იმის მიუხედავად რომ დიეტა არ დამიწყია საერთოდ და დავიკლე უკვე 2 კილოგრამი. მამაკაცის შერჩევა ცოტა რთული იყო. ვინმე ისეთი მინდოდა ყოვედღე რომ ვნახულობ, ესეთები კი მხოლოდ სამსახურში არიან. სამწუხაროდ ჩემ სამსახურში მუშაობს 20 ჩემნაირი ქალი და ერთი მამრობითი სქესის დარაჯი. სამსახური გამოირიცხა. დარჩა ქუჩა, ( კაფე , ბარი, რესტორანი, ტრასნპორტი) ქუჩაც გამოირიცხა, თუმცა ბარებზე და რესტორნებზე კი ვიფიქრე. მაგრამ მერე მივხვდი, რომ რაიმე უფრო იაფი ხერხი უნდა მოვნახო ჩემი შედეგების დემონსტრირებისათვის და უცებ გამახსენდა ჩემი კარის მეზობელი ნიკუშა, რომელიც თითქმის ყოველდღე მხვდება დერეფანში ან ლიფტში და სულ რაღაცნაირად მიყურებს ხოლმე მზერა ქვევიდან იწყება და ადის ზევით მკერდის ზონამდე სულ ბოლოს მორიდებით შემომხედავს ხოლმე სახეზე, მე კი ამ დროს ვაჭერ ლიფტის წითელ ღილაკს და ჩვენ გვაქვს ველური სექსი ლიფტის კაბინაში და ნიკუშა აღარ არის მორიდებული– ეს სიზმარი– სინამდვილეში კი მასთან არაფერს ვაპირებ თუმცა ნიკუშას წინ ელის ბევრი––––––––––– ხედით დატკბობა ჩემი სახით, დამატებითი ბონუსი ამ სიტუაციაში არის ის, რომ ნიკუშას ცოლი ყავს და თან საკმაოდ ეფექტური შესახედაობის. მოკლედ კონკურენცია მაღალია და ეს უფრო ამძაფრეფბს სიტუაციას. როგორც იტყვიან დრო არ ითმენს, საღამოს არაფერს არ შევჭამ საერთოდ ამ კვირაში. 6 საათის მერე ეს კვირა არ ვჭამ არაფერს. და არამარტო ეს კვირა ყველა კვირა ჩემი ცხოვრების. მერე აბა გაბედოს ვინმემ და თქვას ამას ნებისყოფა იმ დონემდე არააქვს რომ 5 კილოსაც ვერ დაიკლებსო. მიფრთხილდი მოვდივარ- межгалактическая дылда
კვ